საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განახორციელა მორიგი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიება
2026.07.20

ამა წლის 19 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განახორციელა მორიგი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლის ფარგლებში 203-ე საზაფხულო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სტეფანწმინდა ეწვივნენ, დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში კი მათთვის პარაკლისი აღევლინა.
ამავე მონასტერში არსებულ ბიბლიოთეკაში შემეცნებითი საუბარი გაიმართა ქრისტიანულ ღირებულებებზე.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათთვის ახალი შთაბეჭდილებების გაზიარებას.