იესოს ლოცვის შესახებ (მამა ვიტალის სწავლებებიდან)

აზრებს კი არ უნდა მივყვეთ, არამედ უნდა ვილოცოთ. ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში - და გექნებათ ლოცვა, სიფხიზლე, კითხვა და მადლიერება. ილოცეთ და ეს ყოველივეს აღავსებს. ყოველთვის უნდა იმეოროთ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი." ზიხარ, ჭამ, საუბრობ, მიდიხარ, რეცხავ, საჭმელს ამზადებ, თხრი თუ მიგაქვს რაიმე - მუდამ იესოს ლოცვას უნდა ამბობდე; მაშინ ნამდვილად არ მოგწყინდება. ამის თქმით უფალსაც ვახარებთ, ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც, საკუთარ სულსაც ვამდიდრებთ და უფალ იესო ქისტესთან სასუფეველსაც დავიმკვიდრებთ. როგორც სუნთქვისას არ ეკითხები შენ თავს, როგორ აკეთებ ამას, ასევე განუწყვეტლივ ილოცე და ცხონდები. იკითხეთ იესოს ლოცვა ყოველგვარი გასაჭირისა და მწუხარების ჟამს, მაშინ თავის დროზე მოვა ის, რასაც ითხოვ. როდესაც განუწყვეტლივ ილოცებ, მადლს მოიპოვებ; და თუ გვაკლია სიხარული, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვლოცულობ. დარდისა და სხვა განსაცდელების დროს განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ღვთისმშობლისა თანა შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი". მამა ანდრონიკე ამბობდა: "ვინც არ ლოცულობს, ის დარდით ავადდება, სასოწარვკეთილებაში ვარდება და ამრიგად თავს იმძიმებს." თუნდაც შფოთავდეს რაიმეთი გატაცებული შენი გონება, მაინც ნუ შეწყვეტ იესოს ლოცვას. ეს ლოცვა გიხსნის ანტიქრისტეს ბეჭდისაგან, მოგიტევებს ცოდვებს, სათნოებებით შეგამკობს და ღმერთთან შეგაერთებს. გიყვარდეს იესოს ლოცვა, ის სათნოებებით შეგმოსავს, ცხონების გზით წაგიყვანს, გაგამხნევებს, გაგამხიარულებს და რჩეულებთან ერთად ცხონების წილხვდომილს გაგხდის. როდესაც ადამიანები გეკამათებიან ანდა გკიცხავენ, უნდა დუმდე და იესოს ლოცვას ამბობდე; ეს საოცარი საშუალებაა. ჩვენ ამაყნი ვართ, ამიტომაც ვართ იესოს ლოცვის გარეშე. სიამაყის გამო ლოცვა არ გამოგვდის. ამპარტავან ლოცვას უფალი არ ღებულობს.

უკან დაბრუნება

სხვა ქადაგებები